პროექტის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ წავიყვანო ბავშვები ეთნოგრაფიულ მუზეუმში. ვანახო ძველი ნივთები. მივცე დავალება, რომ მოიძიონ თავიანთ ოჯახებში ანალოგიური ნივთები. გაარკვიონ თუ რა დანიშნულება აქვს თითოეულ ნივთს. გააკეთონ ამ ნივთების გამოფენა სკოლაში. გადაუღონ სურათები.
პროექტის აქტუალობა ბავშვებმა წინასწარ მოიძიონ ინფორმაცია მუზეუმის შესახებ. ამით მათ გამოუმუშავდებათ ინფორმაციის მოძიების და კვლევის უნარი.
პროექტის მიზანი: ბავშვებს გარკვეული შეხედულება წარმოექმნათ მუზეუმის შესახებ, გაიგონ თითოეული ნივთის თუ ჭურჭელის დანიშნულება. გამოიმუშავებენ ძველი ნივთების დაცვის უნარს.
ასაკი 9–10 წელი.
შედეგი იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლეები გაეცნობიან ძველ ნივთებს, გაიგებენ თუ რა დანიშნულება ჰქონდა თითოეულ ნივთს.მიხვდებიან, რომ ყოველივეს გაფრთხილება სჭირდება. მოიძიებენ ოჯახებში ძველ ნივთებს, მოაწყობენ გამოფენას სკოლაში. სურათებს გადაუღებენ და ჩემი დახმარებით ატვირთავენ ბლოგზე.
გამოვიყენებ შემდეგ რესურსებს: ფოტო აპარატს, კომპიუტერს.
პროეტის აქტუალობა იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლეებს განუვითარდებათ ძველი ნივთების დაცვისა და გაფრთხილების უნარჩვევები.
კავშირი საგანთან კავშირი ისტორიასთან. ბავშვები გაიგებენ ამ ნივთების ისტორიულ ღირებულებას. გაარკვევენ რამდენ საუკუნოვანი ისტორია აქვს თითოეულ ნივთს.
პროექტის ხელმძღვანელი ეკა ლიპარტელიანი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა ekaliparteliani7@gmail.com
Комментарии
Отправить комментарий